პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ავტომობილი მოტოციკლებზე ამხედრებული პოლიციელების ესკორტით 23 სექტემბერს მინსკის ცარიელ ქუჩებში მიქროდა წინასწარ საჯაროდ არგამოცხადებული ინაუგურაციის ცერემონიაზე.
ლუკაშენკას საიდუმლო ინაუგურაცია

1
ლუკაშენკას არც თუ დიდი კორტეჟი მინსკში, დამოუკიდებლობის ცარიელ გამზირზე, რომელიც დილიდან გადაკეტეს.

2
დამოუკიდებლობის სასახლის მიმდებარე ქუჩები ცარიელი იყო საიდუმლო ინაუგურაციის მოლოდინში.

3
უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მოძრაობდნენ დამოუკიდებლობის სასახლესთან, სადაც ფიცის დადების ცერემონია უნდა გამართულიყო.

4
დამოუკიდებლობის გამზირი ტრანსპორტისთვის დაკეტილი იყო.

5
უშიშროების სამსახურის ავტომობილები დამოუკიდებლობის სასახლესთან, საგუშაგოზე.

6
მინსკის დაცარიელებული ქუჩები 23 სექტემბერს.

7
ლუკაშენკას კორტეჟი გზად ფიცის დადების ცერემონიისკენ.

8
ლუკაშენკამ მეექვსედ დადო პრეზიდენტის ფიცი მაღალი რანგის ოფიციალური პირების თანდასწრებით. კონსტიტუციაზე მას მარჯვენა ხელი ედო, ასე წარმოთქვა ფიცი და შემდეგ ხელი მოაწერა მას.