საქართველოში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გარდაიცვალა 86 წლის ქალი.
"პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი... პრაქტიკულად, არ ჰქონდა ფილტვში ჯანმრთელი ქსოვილი", - თქვა მან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 195 შემთხვევა დადასტურდა. აქედან სამი გარდაიცვალა, 45 კი გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 708 ადამიანი, სტაციონარში კი 370.
ექიმები რისკ-ზონიდან: „აღარ უნდა დავუშვათ მედპერსონალის ინფიცირება“
რეზი მეჭურჭლიშვილი ინფექციური საავადმყოფოს ექიმია. სამუშაო საათებს აღარ ითვლის. მორიგეობას თუ არ ჩავთვლით, ყოველ დღე, დილით მისული, ღამის თორმეტ - პირველ საათამდე რჩება კლინიკაში. მორიგეობის დღეებში - მეორე დილამდე. თვეზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობს. დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს. ცდილობს მათთან კონტაქტი ნაკლებად ჰქონდეს, იზოლირებულად იყოს ცალკე ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებთან მუშაობის პროცესში მაქსიმალურად იცავს უსაფრთხოების ნორმებს, ქვეცნობიერად მაინც ეშინია, მშობლებს ვირუსი არ მიუტანოს.
ბრძოლა ტესტისთვის: კარანტინიდან ჯანმრთელები გამოდიან?
ბათუმელი საოპერო მომღერლის, არჩილ გოგიტიძის ამბავმა გააჩინა ეჭვი, რომ 14-დღიანი კარანტინი ჯანმრთელობის გარანტიას არ იძლევა და სახლებში დაბრუნებულებს შორის შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებულებიც ერიოს. ტესტის ჩასატარებლად ბათუმელ მომღერალს დიდი ძალისხმევა და ბრძოლა დასჭირდა. საბოლოოდ კი, კარანტინიდან სახლში გასაშვებად მომზადებული ინფექციურ საავადმყოფოში აღმოჩნდა. რა არის ეს - ექიმის შეცდომა თუ სახელმწიფოს არასწორი სტრატეგია?
არის კი ღმერთი დიდი და ვირუსი პატარა? - ინტერვიუ ყოფილ დეკანოზ ბასილ კობახიძესთან
ყოფილმა დეკანოზმა ბასილ კობახიძემ ხანგრძლივი დუმილი დაარღვია და საქართველოს ეკლესიის მისამართით მწვავე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ისაუბრა პანდემიის პირობებში, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე, არ შეწყვიტოს ღვთისმსახურება ეკლესიებში.
რადიო თავისუფლება ბასილ კობახიძეს საფრანგეთში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.