Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
16:29 31.3.2020

"კარდენახში ქელეხში ჩასულ ახალგაზრდას COVID-19 დაუდგინდა“ - გურჯაანის მერი

„19 წლის ახალგაზრდას, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში დაკრძალვაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა“, - განაცხადა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

მისი სიტყვებით, დაკრძალვა 19 მარტს იყო და ახალგაზრდა სოფელში თბილისიდან ჩავიდა.

ხანდამაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით მამაკაცს კონტაქტი ჰქონდა 30 ადამიანთან და ახლა სოფლეში ამ კონტაქტების მოძება მიმდინარეობს.

კარდენახში მუშაობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორი ჯგუფი მუშაობს.

საქართველოში 17:20 საათის მონაცემებით კორონავირუსით COVID-19-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 110-ს შეადგენს. კარდენახის შემთხვევა ამ საერთო რიცხვის ნაწილია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

01:19 1.4.2020

ფოტო: საკონტროლო პუნქტები თბილისის შემოსასვლელებთან

01:20 1.4.2020

რას ჰყვება ოჯახის ექიმი, რომელსაც პაატა იმნაძემ მადლობა საჯაროდ გადაუხადა

47 წლის ია გოგიძე, სოფელ ქვემო ბოლნისის ოჯახის ექიმია. მეექვსე დღეა კარანტინის ზონაში, ოჯახ-ოჯახ, კარდაკარ დადის და სოფლის მცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს.

27 მარტს, ერთ-ერთი ასეთი შემოვლის დროს მიაკვლია მან ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ია გოგიძეს, 31 მარტს, სათანადო მუშაობისა და დროული რეაგირებისათვის, მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

წაიკითხე მეტი

01:22 1.4.2020

ქალები პანდემიისას - ისევ ორ ცვლაში, ახლა უკვე ერთ ოთახში

ახალი კორონავირუსის პანდემიამ დრამატულად შეცვალა ვითარება ქალებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მუშაობას ონლაინ განაგრძობს. ქალები აქამდეც ორ ცვლაში - სამსახურსა და სახლში მუშაობდნენ, თუმცა ახლა მათ ერთდროულად და ერთ სივრცეში უწევთ ამ ორ პასუხისმგებლობასთან გამკლავება.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG