21:37
22.3.2020
კორონავირუსის ახალი 5 შემთხვევიდან ერთი მარნეულში დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულის საავადმყოფოში დადასტურდა.
21:39
22.3.2020
მარინა ეზუგბაია: გვყავს სამი მძიმე ავადმყოფი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ტესტების პასუხების მიხედვით 8 პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისი თქმით, კიდევ 6 პაციენტის პასუხებს ელოდებიან.
21:41
22.3.2020
ანი 24 წლისაა, ის ჩეხეთში, რადიო თავისუფლების პრაღის ოფისში ვაცლავ ჰაველის პროგრამით ჩამოვიდა. ჩამოვიდა უამრავი იდეით და კონკრეტული გეგმით. უკვე ერთი კვირაა, პრაღის კარანტინშია და დისტანციურად მუშაობს.
21:44
22.3.2020
თურნავა: საკარანტინო სივრცეების რაოდენობა გაორმაგდება, სასტუმროებს მოუწევთ სივრცეების დათმობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, დღეიდან ქვეყანა გაძლიერებული კარანტინის რეჟიმში გადადის.