Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
14:17 20.3.2020

პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოსთან.

14:20 20.3.2020

"ჩამოვასწარი, თორემ როგორც კი ჩამოვიდოდი, ეგრევე წამიყვანდნენ და ორი კვირით მომათავსებდნენ კარანტინში, რომელიც არის სამხედრო ბაზაში"

"აქ თითქმის ყველა ვიეტნამელს უკეთია „მასკა“. იშვიათად, რომ ვიღაცას არ ეკეთოს. ევროპელები და ამერიკელები რომ დადიან, ძალიან ცოტას უკეთია. არ ვიცი, რატომ თამამობენ ასე..."

წაიკითხე მეტი

19:02 20.3.2020

„საგანგებო მდგომარეობის“ კანონის პუნქტები, რომლებიც ქვეყანაში უკვე მოქმედებს

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გამოუცხადებია საგანგებო მდგომარეობა, მთელი რიგი პუნქტები, რომლებიც „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონშია მითითებული, ქვეყანაში უკვე მოქმედებს.

წაიკითხე მეტი

19:04 20.3.2020

სები: საფინანსო სერვისები არ შეიზღუდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების პირობებში საფინანსო სექტორი კლიენტებს სრულად აწვდის მომსახურებას და ეს სერვისები არ შეიზღუდება იმ შემთხვევაშიც, თუკი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება:

„საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG