თბილისში ევროპის დღეები გაიხსნა
5 მაისს რიყის პარკში ოფიციალურად გაიხსნა ევროპის დღეები, რომელიც მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცნობით, წლევანდელი ევროპის დღეები განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩევა. თბილისის გარდა, ქვეყნის 10 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით. ასევე - კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები. საქართველოში ევროპის დღეები უკვე მეშვიდედ აღინიშნება.
ეპიზოდები
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი