დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 85 კილომეტრში მდებარეობს. აქ აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები, ასევე ქვის იარაღები, დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებს, არქეოლოგიურ ველს, შუა საუკუნეების ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას. დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბსა და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. მე18 საუკუნეში, დიდი ლეკიანობის ჟამს, დმანისშიც უამრავი ხალხი გაწყდა. ვინც გადარჩა, თავს უშველა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადასახლდა.
დმანისის ნაქალაქარი

11
ბრინჯაოს ხანის სამარხები

12
დმანისში აღმოჩენილი ჰომოერექტუსის თავის ქალისა და ყბის მულაჟი

13
დმანისის მმართველთა რეზიდენცია გვირაბებითა და აბანოთი

14
სამარხი, სადაც ჰომოერექტუსის ყბა აღმოაჩინეს

15
დმანისის ნაკრძალ-მუზეუმის ტერიტორია

16
არაბების მმართველობის დროინდელი საძვალე ნაქალაქარის ტერიტორიის სიახლოვეს