ქუთაისში "ორმაისობა", იგივე „გვირილობის“ დღე, ყოველ წელს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. „გვირილობის“ აღნიშვნა ტრადიციაა, რომელიც ქველმოქმედებას უკავშირდება და მას სათავე 1905 წელს დაედო.
„გვირილობის“ დღე

1
სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა.

2
ყოფილი წმინდა ნინოს გიმნაზიის მიმდებარედ გაიმართა თანამედროვე პოეტი ქალების ფემინისტური პერფორმანსი.

3
ღონისძიებათა ძირითადი ნაწილი ქალაქის ბულვარში გაიმართა.

4
ქალაქური სიმღერების შემსრულებელთა კონცერტი.

5
ტრადიციული ყვავილების ბაზრობა.

6
სამი ქართველი ქალი მხატვრის - თამარ აბაკელიას, ქეთევენ მაღალაშვილის, ვერა ფაღავას ნამუშევრების ფოტოასლების გამოფენა.

7
ძველი ქუთაისის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.

8
პირველ საჯარო სკოლასთან საკუთარი ნაწარმოებები წაიკითხეს თანამედროვე ქართველმა მწერლებმა.

9
მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

10
მოეწყო საჭადრაკო ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.