17 მაისი ყვითელ ავტობუსში (ნაწილი 2)
17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დაგეგმილ ადგილზე, რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღწევდა, ხოლო სასულიერო პირების მიერ მოწყობილ დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს ვიდეო მოგვაწოდა ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ავტობუსით გაარიდეს აგრესიული ბრბოს თავდასხმებს. (იხ. ასევე პირველი ნაწილი: /media/video/24990332.html)
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...