ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
"უხილავის ფარდის" ავტორი უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს ესაუბრება სტუდენტური ამბოხის ფენომენზე, სტუდენტთა უფლებაზე შეცვალონ თავიანთი სასწავლებელი, მათ გამოცდილებაზე სტუდენტურ თვითმმართველობასთან ურთიერთობაში მათსავე უნივერსიტეტებსა და საქართველოში.
შოთა ცერცვაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობდა, მერე საარბრიუკენში, გერმანიაში, ამავე სპეციალობას დაუთმო ცოტა დრო. დღეს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში უკვე პოლიტიკურ მეცნიერებებს ეუფლება.
ბერლინში ცხოვრობს ნიკა ბახია - მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი - და ნახევარ წელიწადს კახეთში ატარებს, ვენახს უვლის და ქვევრის ღვინოს ამზადებს.
უცხოეთის პრესა გასულ კვირაში ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თემას და, ასევე, სირიაში საბრძოლო მოქმედების შეწყვეტის თაობაზე ვაშინგტონისა და მოსკოვის მორიგებას გამოეხმაურა.
გერმანიაში, კილში ცხოვრობს ლაშა ჭრელაშვილი, მხატვარი, რომელიც სწავლას გააგრძელებს ამავე ქალაქში, მუთესიუსის სახელობის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში, გერმანიის ყველაზე ახალგაზრდა სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში.
ნინო ნადირაშვილი აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, რობერტ მორისის სახელობის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯში სწავლობს. ნუცა (როგორც მას ახლობლები ეძახიან) 13 წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა „მწვანე ბარათი“ მოიგო, რის შემდეგაც ნადირაშვილები ნიუ-ჯერსის შტატში გადასახლდნენ.
ზურაბ (ბერო) ბეროზაშვილმა ისწავლა ბერლინის და პოტსდამის უნივერსიტეტებში, მანამდე თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მოგვიანებით ბერლინის ხელოვნების აკადემიის სრული კურსი გაიარა, არის მაგისტრი.
გიორგი გოჩიტაშვილი, "უხილავი ფარდის" დღევანდელი მონაწილე,სწავლობს Sciences po-ს, საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა სახელგანთქმული და ელიტური უმაღლესი სკოლის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დიჟონის განყოფილებაში.
"უხილავი ფარდის" დღევანდელ გამოშვებაში ფერმწერი ნათია კალანდაძე გიამბობთ, რატომ და როგორ ჩაირიცხა ის ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში მიქელანჯელო პისტოლეტოს ქანდაკების კლასში.
იტალიაში პირველი სახელმწიფო ვიზიტით დაიწყო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ, ევროპაში მოგზაურობა. რომში ყოფნისას როჰანი ვატიკანში პაპსაც ესაუბრა.
ამერიკული გამოცემა „ფორინ ეფეარსი“ 15 იანვარს აქვეყნებს სტატიას ცენტრალურ აზიაში რუსეთის გეგმების შესახებ.
"უხილავი ფარდის“ დღევანდელმა სტუმარმა გაიოზ ცუცუნაშვილმა გერმანიაში,დიუსელდორფის ჰაინეს უნივერსიტეტში, დაიცვა დისერტაცია გერმანისტიკაში, ენათმეცნიერებაში. მან ისწავლა ასევე ვუპერტალში, სადაც ევროპის კვლევების მაგისტრი გახდა.
„უხილავ ფარდაში“ გადაცემის ავტორმა, ოქროპირ რუხაძემ, სასაუბროდ მიიწვია ლელა სამუშია,პოლიტოლოგი და ახალი გერმანული ლიტერატურის სპეციალისტი.
გერმანიაში, ბონში, ცხოვრობს მხატვარი პაატა კოკაია, რომელიც დღეს „უხილავ ფარდაში“ გაგაცნობთ თავს. პაატა კოკაიამ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
გასულ კვირაში უცხოეთის პრესაში იწერებოდა კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო შეხვედრასა და მაჰმადიან სახელმწიფოთა ალიანსის შექმნაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად.
მათი ვინაობა შემოდგომაზე გამოცხადდა, ხოლო პრემიები ახლა გადაეცათ “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის - „ნობელის „ალტერნატიულ პრემიად“ წოდებული ჯილდოს - ლაურეატებს.
ეკა ფხოველიშვილი ვარშავის უნივერსიტეტშია, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, გაცვლით სემესტრში.
ამ კვირაში უცხოეთის პრესის მთავარი თემები, სხვათა შორის, იყო საფრანგეთში მემარჯვენე ექსტრემისტების გამარჯვება რეგიონალურ არჩევნებში, მასობრივი მკვლელობა კალიფორნიაში და აშშ-ის საპრეზიდენტო რესპუბლიკელი კანდიდატის, მილიარდერ დონალდ ტრამპის, წინასაარჩევნო გამონათქვამები.
"უხილავი ფარდის" დღევანდელი სტუმარია სტრასბურგელი მხატვარი შოთა ლელაძე. მან დიზაინი ხარკოვში ისწავლა, კინოსა და თეატრის მხატვრობის განხრით დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, თბილისში იმუშავა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ "ნიანგში". წარმოშობით ქუთაისიდანაა.
დღევანდელ "უხილავ ფარდაში" ოქროპირ რუხაძე ესაუბრება კონსტანტინე კაკაბაძეს, შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტს, გერმანიის ურთიერთგაცვლის აკადემიური სამსახურის სტიპენდიანტს.
ჩამოტვირთე მეტი