საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, რეგიონების ნაწილს ენერგომომარაგება ავარიულად შეუწყდა. მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების აღდგენის სამუშაოები.
ქალაქ ტერნოპოლში ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია მრავალბინიანი სახლებიც. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი.
განახლება: დილის 11 საათისთვის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ტერნოპოლში 9 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ივანო-ფრანკოსვკის რაიონში დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ენერგოობიექტის გარდა დაზიანებულია ხის გადამამუშავებელი საწარმო.
ასევე ნახეთ ხარკოვში 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა რუსული დრონებით შეტევის შედეგადსაგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად 32 ადამიანი იყო დაშავებული ქალაქ ხარკოვში. დილის 11 საათისთვის ადგილობრივმა სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დაშავებულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.
ასევე ნახეთ უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდაუკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის გამო პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად გაგზავნა მორიგე გამანადგურებლები და ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის და რადიოლოკაციური დაზვერვის სახმელეთო სისტემები კი განსაკუთრებულ მზადყოფნაში მოიყვანა.
სარდლობის განცხადებით, ეს ზომები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დაცვას.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინაში გაგზავნა პენტაგონის დელეგაცია - მედია ასევე ნახეთ Axios: აშშ საიდუმლოდ მუშაობს უკრაინაში ომის შეწყვეტის ახალ გეგმაზე