„გუშინ სომხეთმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა გიორგი პირდაპირ რუსული კლანჭებისგან... გუშინ, გვიან ღამით გაათავისუფლეს გიორგი. ადვოკატს დაველაპარაკებით და რა თქმა უნდა, დავბრუნდებით საქართველოში“, - უთხრა ვაკო კინოიანმა „TV პირველს".
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარები ურზულა ფონ დე ლაიენს მოუწოდებენ, არ დაუშვას კინოიანის რუსეთისთვის გადაცემაგიორგი კინოიანი 3 სექტემბერს საქართველოდან გასვლისას დააკავეს საქართველო-სომხეთის საზღვარზე, რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე. ორ დღეში, 5 სექტემბერს, საღამოს, სასამართლომ გიორგი კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
მისთვის პატიმრობის შეფარდებას საფუძვლად დაედო გასული წლის 25 ოქტომბერს დონეცკის ე.წ. სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ გიორგი კინოიანი გასული წლის ოქტომბერში დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც „დაქირავებულ მებრძოლობას“ გულისხმობს.
ბრალდება უკავშირდება კინოიანის მიერ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობას.
ბრალდების თანახმადვე, ის „ქართულ ლეგიონთან“ ერთად იბრძოდა უკრაინაში.
რუსეთს „ლეგიონის“ დამფუძნებელი მამუკა მამულაშვილისა და არაერთი სხვა ქართველი მებრძოლისთვის აქვს პატიმრობა დაუსწრებლად მისჯილი.
მასალა არქივიდან მოხალისე გიორგი კინოიანის ბედი