ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ ტვ პირველთან პირდაპირი ჩართვისას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ იმ დროს, როცა ის ტვ პირველის პირდაპირ ეთერში საუბრობდა გარე ჩართვის ფორმატში.

ახალგაზრდა კაცმა მას ჯერ კვერცხი ესროლა, რომელიც თეთრ მაისურზე მოხვდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - მას შემდეგ რაც პოლიცია მისი მიმართულებით წავიდა გინებით, მან ტერიტორია ქვეითი სვლით დატოვა, თუმცა გაქცევისას ერთ-ერთ მოქალაქეს დაეტაკა და წააქცია. ახალგაზრდა თავდამსხმელი ტელევიზიის მიერ გადაღებულ კადრებში გარკვევით ჩანს სახით, რაც პოლიციის დაინტერესების შემთხვევაში მისი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

"ეს იქნებოდა დაორგანიზებული, იცოდნენ სადაც ვიყავი და ცხადია ამას გააკეთებდნენ. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ: დღეს კვერცხს გესრით, ხვალ იარაღს... ვიღაცამ გამოიარა, პასუხი მიიღო. ყველა ასე მიიღებს პასუხს... არავის არ ეშინია, დედას გიტირებთ ქართველი ხალხი. ეს გაიქცა, არ ვიცი ვინ არის, პასუხს მიიღებს ყველა, დედას გიტირებ კობახიძე შე ზღმურტლიანო, და შენ მდინარაძე და ბიძინა ივანიშვილს თუ არ დავამხობთ, მაგასაც ვნახავთ" - თქვა ამავე პირდაპირ ჩართვაში ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე ნახეთ ვის სჯიან, ვის არა - შეადარეთ მაგალითები

ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ყვება მედიასთან და საკუთარ პოდკასტში ქართულ ოცნებაში დაპირისპირებისა და გავლენებისა და ფულის განაწილებისთვის შიდა ომებზე, არაერთხელ გამხდარა საჯარო სივრცეში თავდასხმისა და ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე. არც ერთი მასზე თავდამსხმელი ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოებს არ გამოუვლენიათ.

ასევე ნახეთ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს
ასევე ნახეთ 2 წლის შემდეგ "ზარქუას ცემის საქმეზე" ხაბეიშვილის წინააღმდეგ სასამართლო განხილვა იწყება