Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო

ორთვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში გრძელდება 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო. მათთან ერთად კიდევ 5 პირი იქნება - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი. (სულ 10)

19:08 26.11.2025

18:36 - განცხადების უფლებას იყენებს პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე. მას აკრძალული აქვს ყველა სახის კომუნიკაცია გარესამყაროსთან.

„დღეს 26 ნოემბერია და ორ დღეში ერთი წელი ხდება იმ ავბედითი დღიდან, 28 ნოემბრიდან, იმ დღეს პრემიერადწოდებულმა ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ და მიდიოდა გაურკვეველი მიმართულებით და ეს გაურკვეველი მიმართულება არის რუსეთი.

28 ნოემბერს მათ დააამხეს კონსტიტუცია. თუ ვინმე დაამხო კონსტიტუცია ეს იყო ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. ამ დღეს ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოიგო არჩევნები, რათა ნაბიჯნაბიჯ განეადგურებინა დემოკრატიული ინსტიტუტები და დაემყარებინა დიქტატურა.

ერთი მხრივ ამ ქვეყანაში გვყავს მოსახლეობა, რომელიც არის გაჭირვებაში და სიღარიბეში, პენსიონერებს პენსია არ ყოფნით და ამ დროს ე.წ. მთავრობა, რომელიც მშვიდად აგროვებს ოქროს ზოდებს, მილიონებს, მილიარდებს და თან დაგვცინის.

...ახლა განათლების სისტემას მიადგნენ, როცა მათი შვილები საუკეთესო უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას, ჩარტერითაც ჩაჰყავთ ხოლმე.... 4 ოქტომბერი იყო ამ უსამართლობის, დამცირების გამოძახილი.

4 ოქტომბერი ეს იყო ბრძოლის დღე, თავისუფლებისთვის, ჩვენი ღირსებისთვის, ამას ჰქონდა უარყოფითი ასპექტები, უამრავი ახალი პოლიტიკური პატიმარი, ეს ადამიანები სამშობლოს სიყვარულისთვის სხედან....

ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი გვაქვს და უნდოდათ მთელი ეს პროტესტი და 4 ოქტომბრის დღე შეებღალათ, როგორც ძალადობრივი...

დიახ ასობითათასმა ადამიანმა, საქართველოს მოქალაქემ დავინახეთ, რომ არ გვინდა ჩვენ გარუსება..".

[აჩერებს მოსამართლე - „ეს არ არის პოლიტიკური არენა, სასამართლო სხდომის დარბაზია, აქ პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის“].

მოსამართლე ერთ წუთს აძლევს ირაკლი ნადირაძეს, არანაირი პოლიტიკური განცხადებაო. ნადირაძე ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბერზე საუბრობს, არ გაინტერესებთ რამ მიგვიყვანა ამ დღემდეო?

„თუ ვინმეს არ უნდა 4 ოქტომბერი და ყველაფერი გააკეთა, არის ქართული ოცნება და 50 აკაცუკის ნაცვლად 100 000 ქართველი გამოვიდა“.

„...ოთხი ოქტომბრის შემდეგ დისკუსია მიდის, რომ ერთობას არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება...იყო ლიდერებზე დაცინვა, ჩვენი სიამაყე, მსოფლიო ბანი, დასცინოდნენ, ლევან ხაბეიშვილს, ქარიზმატულ ლიდერს დასცინოდნენ, ის რომ დაიჭირეს მე ამის შემდეგ გამოვჩნდი ტელევიზიებში, შემდეგ იყო ვითომ კასრები, ბომბები, ან ეს ნივთენი სადააა, ან ის ფული სად გაქრა?

გვაბრალებდნენ, რადგან პროპაგანდისთვის სჭირდებოდათ. მიტინგზე ჰყავდათ ჩანერგილი ასობით ტიტუშკა და პროვოკატორი.

ფაქტია, რომ უნდა ვიყოთ ერთად და კავშირზე საერთაშორისო პარნიორებთან და იქნება ეს ახალი სანქციები, უვიზოს შეჩერება, მეგობარი აქტი, რომლის ბიძინა ივანიშვილს ასე ეშინია, მიგვიყვანს გამარჯვებამდე“.

ერთვება საუბარში ბექა ბასილაია და ამბობს, რომ თავად ეს საქმეა პოლიტიკური და ირაკლი ნადირაძეს სწორედ ასეთი განცხადებების გამო აქვს ბრალი წარდგენილი და გვერდს ვერ აუვლიან პოლიტიკას.

19:08 26.11.2025

18:49 - „თუ გამოძიება დასრულდა სთხოვეთ პროკურორს რომ არ აგვიკრძალოს ტელეფონით სარგებლობა, როგორ შეიძლება ამდენი ხანი არ ველაპარაკო შვილებს, შვილიშვილებს“, - მიმართა პაატა ბურჭულაძემ მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძეს.


19:08 26.11.2025

18:49 - პარტია სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე აკეთებს განცხადებას: „ვერასდროს ნახავთ პროცესზე, რომ მე სადმე ძალადობაში მივიღე მონაწილეობას ან ძალადობრივი ჯგუფი სადმე არსებობდა. მე მოქალაქე პაატა მანჯგალაძე ვაპირებდი და ვაპირებ ვიყო ჩემს ხალხთან ერთად, თუ ეს დანაშაულია, მე მზად ვარ ასე გავცე პასუხი, სხვა ბრალი ბუნებაში არ არსებობს".

19:29 26.11.2025

19:06 - ახლა მხარეები მსჯელობენ, უნდა გადაეცეს თუ არა ეს საქმე არსებით განსახილველად საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას. ბრალდება აცხადებს, რომ კი, დაცვის მხარე კი ამბობს, რომ არა.

ისინი ამტკიცებენ, რომ ეს საქმე სრულად პოლიტიკურია და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„არ ვიცი, როგორ უნდა შევაფასო არასწორი კვალიფიკაცია მტკიცებულებებით და არგუმენტებით“, - ამბობს ნიკო გვენცაძის ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG