18:04 - პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სურს საქმეში დაიკითხოს სახალხო დამცველი, რომელმაც სატელევიზიო ეთერში თავად გამოხატა სურვილი იყოს მოწმე ამ საქმეზე.
აი რა თქვა ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია პირველის ეთერში 24 ოქტომბერს:
„მე რამდენიმე დღის წინ მოვინახულე პაატა მანჯგალაძე და ვესაუბრე მას, პაატა ნორმალურად გრძნობს თავს. პაატას ადვოკატმა მომმართა მე განცხადებით და მისი სურვილი იყო ჩემთან შეხვედრა, სხვას არ მოუმართავს [4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს], თუ მომმართავენ აუცილებლად ვნახავ. თუ არ აქვს ადამიანს ჩემი ნახვის სურვილი ძალით... თუმცა თუ მას რაიმე პრობლემა ექნება, ესეც არ არის დამაბრკოლებელი, რომ პირადად მოვინახულო.
როდესაც 4 ოქტომბრის ამბები ხდებოდა და როდესაც პოლიტიკოსები ჩავიდნენ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ და შევიდა ადამიანების ჯგუფი, მოუწოდებდნენ, როგორც იყო... მე ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი, კომენტარიც გავაკეთე მერე "პალიტრასთან", რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი ამ ყველაფრის შემყურე იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი ამ ყველაფერს რა მოყვებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ 3-4 ადამიანს თუ რაღაცა პოლიტიკური ინტერესები ჰქონდა, ამას უამრავი ადამიანის პატიმრობა მოჰყვებოდა იმიტომ, რომ იქ შესვლა თავისთავად უკვე გულისხმობდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ეს სცენა, რომ ვნახე დავურეკე პაატა მანჯგალაძეს, იმ მომენტში როცა ვნახე რომ გადადიან ეს ადამიანები, მოანგრიეს ჭიშკარი, თუ ღობე და შედიან სასახლის ტერიტორიაზე, დავურეკე მე პაატა მანჯგალაძეს, რადგან ვისმენდი, რომ ის იყო ამ ყველაფრის საორგანიზაციო კომიტეტში და შეიძლება ითქვას, რომ მაგრად ვეჩხუბე. პაატასთან მაქვს ისე ურთიერთობა, ადამიანს რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, პარლამენტში კოლეგები ვიყავით, ვუთხარი - რას აკეთებთ, როგორ შეიძლება, ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ამ ადამიანებს ხვალ რომ ყველას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით გაუშვებენ ციხეში ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და პაატამ მითხრა, რომ ის აბსოლუტურად მეთანხმებოდა და არ იზიარებდა იმას რაც იქ ხდებოდა და რომ ეს ადამიანები სასწრაფოდ იყვნენ იქიდან გამოსაყვანი. ეს არის მისი სიტყვები და მე ამას იმიტომ ვამბობ საჯაროდ, რომ არ ვიცი მის ადვოკატს გამოადგება, თუ შეიძლება პაატას დასჭირდეს ჩემი ეს ახსნა-განმარტება, მე მზად ვარ რომ ეს სასამართლოზეც ვთქვა, მივცე ამის შესახებ ჩვენება, რომ პაატამ დამიდასტურა მე, რომ ის არ იყო ამ ყველაფრის მომხრე ტელეფონში როცა ვესაუბრებოდი და რომ ეს ადამიანები იქიდან გამოსაყვანიც იყო და არ იზიარებდა.
არა, არ მილაპარაკია ამაზე მასთან. უბრალოდ მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ რადგან ადამიანს ასეთი მძიმე ბრალი აქვს წაყენებული და მე ასეთი რამე მითხრა, მე საჯაროდ ამის შესახებ ვთქვა, თუ ეს რამეში დაეხმარება, მის ბრალს შეამსუბუქებს, ან შეიძლება წინაპირობა გახდეს მისთვის გათავისუფლების, მე მზად ვარ რომ ამის შესახებ სასამართლოში ვისაუბრო“.
18:12 - მოსამართლე შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, დასაკითხ პირთა სიაში შეიყვანონ ირაკლი კობახიძე და ლევან იოსელიანი
„მოწმის გამოკითხვის საფუძველია მისი დაკითხვის ოქმი, სასამართლოს ასეთი არაფერი გადასცემია... არ არსებობს ლევან იოსელიანის და ირაკლი კობახიძის დაკითხვის საფუძველი, დაცვის მხარეს ლევან იოსელიანი დაკითხულიც კი არ ჰყავს“, - თქვა მოსამართლემ.
მოსამართლემ არც ვიდეოჩანაწერი დაურთო საქმეს, რომელიც თბილისის მთავარ სამმართველოში აქტივისტების, მათ შორის მომღერალ უცნობის სავარაუდო შეჭრას ასახავდა.
18:20 - პაატა ბურჭულაძე იწყებს საუბარს, აცხადებს, რომ იტყვის, რა მოხდა 4 ოქტომბერს, სინამდვილეში. ამ კომენტარის პასუხებში დაიწერება მისი სიტყვის დეტალები.
„ვიმეორებ, 4 ოქტომბრამდე ჩვენ ვაპროტესტებდით მათ არალეგიტიმურობას, სისასტიკეს, უკანონობას, ხოლო სახალხო კრების შემდეგ - უკვე ლეგიტიმურ ხალხის ხელისუფლებას ებრძვის ავაზაკთა ჯგუფი რომელიც მხოლოდ პოლიციის მოძალადე ნაწილის მეშვეობით არსებობს. 4 ოქტომბერს მხოლოდ აქცია კი არ გაიმართა, არამედ გაიმართა საქართველოს ეროვნული კრება და ყველასთვის საამაყოა, ვინც მიიღო ამ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა, სადაც საქართველოს ხმა მკაფიოდ გაისმა: თავისუფლება საქართველოს არჩევანია და თავისუფლება საქართველოს ბედისწერაა!“.
და, ბოლოს: მე არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ფეხქვეშ გათელილი რამდენიმე უფლება ჩამოვთვალე. აქვე უნდა დავამატო, რომ ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც. მე არ შეგაწყენთ თავს იმის ახსნით, რატომ არის ეს ასე - ეს თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. უბრალოდ, მინდა, გითხრათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მე მესმის თქვენი მდგომარეობა და მე გპატიობთ.
- ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო ქართველებო, ვამაყობ რომ ვარ ერთ-ერთი თქვენგანი;
- 28 ნოემბერს და ყოველთვის როცა საჭირო იქნება ყველა რუსთაველზე;
- ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებამდე - ბოლომდე.“.
„4 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება არა როგორც ოცნების ე. წ. არჩევნების დღე, არამედ, რეალურად, მათი „გადარჩევნების“ დღე.
ზოგიერთი გაყიდული ან უგნური პოლიტიკოსი ცდილობს ამ დღის დაკნინებას. რეალურად კი, ჩვენ დავინახეთ, რომ გვყავს უამრავი პატრიოტი, გულანთებული ადამიანი. სამწუხაროდ მოღალატეებიც საკმარისად გვყოლია“.
„ვთხოვ ყველა მონაწილეს, როგორც კი ოლიგარქის მონები ათონელის პროვოკაციას მოიხსენიებენ არშემდგარ რევოლუციად, ყოველთვის ვუპასუხოთ რომ მთავარი მოვლენა ამ დღეს იყო ის, რაც მოხდა რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე - სადაც ქართველმა ხალხმა ქოცები ხელისულფებიდან გადააყენა - საკადრისად უპასუხა მათ არალეგიტიმურობას“.
„ეს იყო მაქსიმუმი რაც შეძლო ხუნტამ, რომ ხელი შეეშალა ეროვნული კრებისთვის. მათ ასვე აურიეს ნავიგაციის სისტემა - რუსთაველის გამზირს აჩვენებდა, როგორც თბილისის აეროპორტს და პირიქით. ეს, სავარაუდოდ, არამარტო ხალხის შეკრების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ, ჩადენილი დივერსიაა, რომელსაც, აუცილებლად, მომავალში უნდა გაეცეს პასუხი“.
„ქუჩაში იმაზე მეტი ხალხი იდგა, ვიდრე რუსულ სპეცოპერაციაზე, ე. წ. არჩევნებზე მივიდა. ოთხმა ოქტომბერმა დაგვარწმუნა, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვხედავთ ჩვენს ძლიერებას - საქართველოს ძლიერებას. ძლიერება ხალხშია, თავისუფალ ადამიანებში და არა იარაღში, ხელკეტებში ან წიწაკის სპრეის რაოდენობაში. ამ დღეს საქართველოს ე. წ. მთავრობის არალეგიტიმურობა გაფორმდა და ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა, ძალაუფლების წყარომ".
„4 ოქტომბერი - ეს დღე ჩავარდნის დღე კი არ არის, არამედ ერთიანობის, საზოგადოების მიერ ძალაუფლების მშვიდობიანად, ლეგიტიმურად ხელში აღების, გასაჭირში ერთად დგომის დღეა. ეს არის გამარჯვების დღე ბოროტებაზე.
დააკვირდით, ძალიან უცნაურია, რომ არავის გვინახავს, პროტესტის ისტორიაში პირველად, დრონის სრულყოფილი კადრი, თუ რამდენი ადამიანი ესწრებოდა სახალხო კრებას. ხალხის რაოდენობის პიკი იყო დაახლოებით 19:00 საათზე და ადგილზე იმყოფებოდა დაახლოებით 250 000 ადამიანი;
თუმცა შემდგომაც უამრავი ადამიანი გვიერთდებოდა. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ამ დღეს საეჭვოდ “დაიკარგა” დრონები. რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებმა ჩამოაგდეს სამი მედიასაშუალების დრონი: ნეტგაზეთის, პროექტი 64-ისა და გამოცემისა “მაუწყებელი”.
აქედან ნაპოვნია მხოლოდ 1 დრონი და მას ამოცლილი ჰქონდა მეხსიერების ბარათი. ზემოაღნიშნულ საკითხზე ობიექტური სტატია გამოაქვეყნა რადიო თავისუფლებამ და კარგი იქნება თუ მას საზოგადოება გაეცნობა. უზურპატორი პარტიის მიზანი იყო, რომ არ დაგვენახა რეალური სურათი, არ დაგვენახა ერთმანეთი, რადგან ვიყავით ძალიან ბევრნი“.
„4 ოქტომბერს ჩემი წარმოთქმული სიტყვა არ შეიცავდა ძალადობის ან ძალადობისკენ მოწოდების ნასახსაც კი. ამის დასტურია ის რომ ჩვენ ყველანი იქ ვიყავით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდით, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გამოხატვას, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება“.
„ჩემი მიზანი იყო ის, რაც ჩემი მიზანია დღესაც - საქართველოში დემოკრატიული მმართველობის დამყარება, ხელისუფლების ცვლილება, ქართველი ხალხისგან მოტაცებული, წართმეული უფლებებისა და უფლებამოსილებების ხალხისთვის დაბრუნება“.
პაატა ბურჭულაძე აგრძელებს:
„პასუხი უნდა აგონ მოღალატეებმა, ნაცვლად იმ უდანაშაულო ადამიანებისა, ბავშვებისა, ვისაც ქუჩებიდან, სახლებიდან, ოჯახებიდან იტაცებენ. ისინი თავად ბოროტებას ემსახურებიან ჩრდილიდან - დევნის, დაშინების და დამორჩილების გზით. სწორედ ამ დამნაშავეების სია იყო ის, რაც სცენიდან იქნა წაკითხული და რის გამოც ჩვენ საპყრობილეში აღმოვჩნდით, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონისა და ქართველი ხალხის წინაშე“.
„ქართველი ხალხის გეგმა იყო ათონელის ქუჩაზეც გაგვემართა მშვიდობიანი მიტინგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ როგორც კრების დელეგატები, ასევე, დიდი ალბათობით, ველოდებოდით, სამართალდამცველებსაც და, შემდგომ, უამრავი ადამიანი მოვითხოვდით პრეზიდენტის სასახლის გასაღების გადმოცემას, რაც უეჭველად მშვიდობიანად მოხდებოდა, რომ არა ის პროვოკაცია რაც მოაწყო ოცნებამ - ქართველი ხალხის წინააღდეგ. შედეგად კი უამრავი უდანაშაულო ადამიანია დაკავებული. ჩემი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს, აუცილებელია მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება!“.
„რა მოხდა 4 ოქტომბერს - ოცნება ყოველთვის აღიზიანებდა ფრაზა, მშვიდობიანი დამხობა, ეს არის ჩვენი გასამართლების მიზეზი, უნდათ ეს ფრაზა მონათლონ, როგორც ძალადობრივი მოქმედება, მშვიდობიანი დამხობა შედგა თავისუფლების მოედანზე, ეროვნულ კრებაზე.
იმ პროვოკაციაზე პასუხი, რაც მოხდა სასახლესთან სჯობს ე.წ. მთავრობას მოჰკითხოთ, კობახიძეს ჰქონია ინფორმაცია და გვითხრას.
მეგობრებო, გიფიქრიათ, როცა საუბარია 4 ოქტომბერზე ე.წ. ხელისუფლება მხოლოდ ათონელის რეზიდენციასთან მომხდარზე საუბრობს და არ ახსეენებს იმას, რაც მოხდა თავისუფლების მოედანზე. იქ გაფორმდა ოცნების კრაზი და მათ ვერ მოახერხეს პროვოკაცია. 4 ოქტომბერს ყველანი ვიყავით მისული ეროვნულ კრებაზე და ასე ეწერა მოსაწვევებზეც, ჩემი ხელმოწერით.
ჩემი კარიერა და ცხოვრება საჯაროა... ყველამ იცის... მთელი ცხოვრება ქვეყნის სამსახურს ვეწეოდი.. ახლა წამიყენეს აბსურდული ბრალდება, რომ მე ძალადობისკენ მოვუწოდებდი ვინმეს.
4 ოქტომბერს შედგა ეროვნული კრება საქართველოს ისტორიაში პირველად და ამ კრებაზე ხალხმა გამოხატა ნება დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია..
რუსთაველზე იმ დღეს 250 000 კაცზე მეტი იმყოფებოდა, სოფელი არ დარჩენილა საიდანაც არ ჩამოვიდნენ, მათ შორის სამაჩაბლოდან, აფხაზეთიდან, ემიგრანტებიც ჩამოვიდნენ, კრებას ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენმლები..
ბევრს დაწყდა გული, რომ მიზანს ვერ მივაღწიეთ, ათონელის რეზიდენციათან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.
... ჩვენ კი არ ვებრძვით, არამედ რუსი ოლიგარქის ბანდა ებრძვის ქართველ ხალხს".
ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა იმ დეკლარაცის ტექსტი, რომელიც თავისუფლების მოედანზე ოთხ ოქტომბერს წაიკითხეს.
ფორუმი