Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო

ორთვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქო სასამართლოში გრძელდება 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო. მათთან ერთად კიდევ 5 პირი იქნება - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი. (სულ 10)

12:53 26.11.2025

12:49 - ბრალდებულები შემოიყვანეს, დამსწრეები ტაშით ხვდებიან.

12:52 26.11.2025

12:47 - დღევანდელ სასამართლოზე ბრალდებულები არიან:

1. პაატა ბურჭულაძე;

2. მურთაზ ზოდელავა;

3. ირაკლი ნადირაძე;

4. პაატა მანჯგალაძე;

5. ლაშა ბერიძე;

6. ირაკლი შაიშმელაშვილი

7. ირაკლი ჩხვირკია,

8. გური ჟვანია

9. ნიკა გვენცაძე

10. თორნიკე მჭედლიშვილი.

ირაკლი შაიშმელაშვილი საქართველოში არაა, მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და პატიმრობაც, აღკვეთის ღონისძიების ფორმად, დაუსწრეფლად შეუფარდეს.

12:52 26.11.2025

12:46 - საქმის პროკურორები არიან: ვაჟა თოდუა და თამარ ბეჟუაშვილი

12:51 26.11.2025

12:44 - წინასასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG