მას ბრალად ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსება.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ჩერნოვცის რეგიონული განყოფილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კარაკინმა საკუთარი ტელეგრამ-არხის მეშვეობით რუსეთის არმიის დასახმარებლად ასობით მილიონი რუბლი შეაგროვა.
ჭადრაკის დიდოსტატი 35 წლისაა. ის სიმფეროპოლში დაიბადა და საერთაშორისო ტურნირებზე 2009 წლამდე უკრაინის სახელით ასპარეზობდა, თუმცა მოგვიანებით მოსკოვში გადასახლდა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
კარაკინი საჯაროდ გამოდიოდა როგორც ყირიმის ანექსიის, ასევე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდასაჭერად.
2022 წელს საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის (FIDE) ეთიკის კომისიამ კარაკინის დისკვალიფიკაციის შესახებ განაცხადა მისი პოლიტიკური გზავნილების გამო. დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, მან უარი განაცხადა ნეიტრალურ სტატუსზე და არ დაუბრუნდა საერთაშორისო ტურნირებს.
სერგეი კარაკინის სპორტული კარიერის ძირითადი წარმატებები 2010-2014 წლებს მოიცავს.
ფორუმი