CMS Embed

პატიმართა გაცვლის ქრონოლოგია ვაშინგტონს, მოსკოვსა და სხვა ქვეყნებს შორის

  • 1962 წლის 10 თებერვალი

    აშშ-მ საბჭოთა პოლკოვნიკი რუდოლფ აბელი ამერიკელ მფრინავ ფრენსის გარი პაუერსზე გაცვალა დასავლეთ ბერლინსა და აღმოსავლეთ გერმანიას შორის გლიენიკის ხიდზე.

  • 1963 წლის 11 ოქტომბერი

    ამერიკელები მარვინ უილიამ მაკინენი და ვალტერ ციშეკი გაცვალეს ივან ეგოროვსა და მის მეუღლეზე, რომელთაც ბრალი ედებოდათ ჯაშუშობაში შეერთებულ შტატებში.

  • 1964 წლის 22 აპრილი

    ბრიტანელი ბიზნესმენი გრევილ უინი გლიენიკის ხიდზე საბჭოთა დაზვერვის ოფიცერ კონონ მოლოდიზე გაცვალეს.

  • 1978 წლის 30 აპრილი

    სამმხრივ გაცვლაში მონაწილეობდნენ აშშ-ი, აღმოსავლეთ გერმანია და მოზამბიკი. გაცვლა შეეხოთ მირონ მარკუსს, რობერტ ტომპსონს და ალან ვან ნორმანს.

  • 1979 წლის 27 აპრილი

    საბჭოთა კავშირმა გაათავისუფლა ხუთი დისიდენტი - მათ შორის ალექსანდრე გინზბურგი - რუსების ვალდიკ ენგერისა და რუდოლფ ჩერნიაევის სანაცვლოდ, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ შეერთებ შტატებში ჯაშუშობაში.

  • 1985 წლის 11 ივნისი

    აშშ-მ ოთხი ადამიანი გაცვალა აღმოსავლეთ გერმანიასა და პოლონეთში მყოფ 25 ამერიკელზე.

  • 1986 წლის 11 თებერვალი

    საბჭოთა დისიდენტი ანატოლი (ნატან) შჩარანსკი გაცვალეს ცოლ-ქმარზე კარელ კოჩერსა და მის მეუღლე ჰანაზე.

  • 1986 წლის 29 სექტემბერი

    ამერიკელი ჟურნალისტი ნიკოლას დანილოფი გენადი ზახაროვზე გაცვალეს, გარიგების ნაწილი იყო საბჭოთა დისიდენტის იური ორლოვის გაათავისუფლებაც.

  • 7
  • 2010 წლის 9 ივლისი

    შეერთებულმა შტატებმა დეპორტაცია გაუკეთეს რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც შტატებში ყალბი იდენტობით მოქმედებდნენ. ისინი რუსეთში დასავლეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ოთხ მსჯავრდებულზე გაცვალეს. მათ შორის იყო ყოფილი სამხედრო დაზვერვის აგენტი სერგეი სკრიპალი.

  • 2022 წლის 27 აპრილი

    მსჯავრდებული რუსი მფრინავი კონსტანტინე იაროშენკო ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითზე ტრევორ რიდზე გაცვალეს.

  • 2022 წლის 8 დეკემბერი

    რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ამერიკელი კალათბურთის ვარსკვლავი ბრიტნი გრინერი იარაღის რუს დილერ ვიქტორ ბუტზე გაცვალეს.

  • 2024 წლის 1 აგვისტო

    რუსეთმა და ბელორუსმა ჩაატარეს პატიმრების მსხვილი გაცვლა აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან, რომელშიც დაახლოებით 20-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, გაათავისუფლეს დისიდენტები, მათ შორის ვლადიმერ კარა-მურზა, ილია იაშინი (რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ორივე აღიარებული ჰყავდა უცხელ აგენტად) და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა.

  • წყარო: ცნობები მედიიდან