მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
POW - აწერია მაქსიმ ბუტკევიჩის შავ მაისურს. აბრევიატურა ნიშნავს Prisoner of War-ს, ომის ტყვეს. გასწვრივ კი ფრაზაა - „არ დავივიწყოთ ომის ტყვეები“. ვაცლავ ჰაველის პრემიის მფლობელი უკრაინელი უფლებადამცველი და ჟურნალისტი, ყოფილი ჯარისკაცი და ომის ტყვე ამ მაისურს ხშირად ატარებს.
„ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონების ამოქმედება დაწყებულია - 19 ოქტომბერს დილიდან, პოლიციამ აქციის იმ მონაწილეების დაკავება დაიწყო, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ უკვე 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
მხოლოდ ბოლო 2-3 დღეში, საქართველოს საზღვარზე, უცხოეთში მიმავალი, სულ ცოტა, სამი ადამიანი შეაფერხეს იმის გამო, რომ მათ „გზის გადაკეტვისთვის“ ჯარიმა ჰქონდათ გამოწერილი - ყველა მათგანმა ამ ჯარიმის შესახებ აეროპორტში შეიტყო, რადგან მანამდე მათთვის ამის შესახებ არ უცნობებიათ.
ხმამაღალი მუსიკა, უწყვეტი ხმა მიკროფონში, მკვეთრი განათება, ლაზერები, მკვეთრი ფერები და ფერადი კვამლი - სადღესასწაულო ცენტრების უმრავლესობა დაბადების დღეების აღსანიშნავად ასეთ გარემოს აწყობს. ამბობენ, რომ ეს სწორედ ის არის, რაც ყველას მოსწონს - მშობლებსაც და ბავშვებსაც. ასეა ეს?
13 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ ევა ციხეში მოინახულა, დაწერა, რომ ქალს დაკავებიდან ათი დღის თავზე, ციხეში არ აქვს შესაფერისი ტანსაცმელი, ვერ ბანაობს და მიუხედავად ამისა, მას ახლა ის უფრო ადარდებს - ვინ იზრუნებს ევას შვილზე, რომელსაც დამოუკიდებლად ამის გაკეთება არ შეუძლია.
ეს ვიდეო 2025 წლის 4 ოქტომბრის ქრონიკაა - დღის, როცა საქართველოში ერთდროულად დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დიდი საპროტესტო აქცია - სახალხო შეკრება, რომლის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ამ შეკრების მიზანი ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობა“ უნდა ყოფილიყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად მივიდა. მან მოკლე განცხადება გააკეთა, მედიის კითხვებს არ უპასუხა და საარჩევნო უბნის ტერიტორია მალევე დატოვა. “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს წელს განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი დაცვა ახლდა.
ხშირად ძალადობა გამოვლილი ქალების და მათი შვილებისათვის ეს თანხა - გადარჩენის ტოლფასია.
„თურმე ციხეშიც ისევე სჭირდებათ ადამიანებს ფული, როგორც გარეთ და შეიძლება უფრო მეტადაც, რომ გაძლონ და გადარჩნენ, თუმცა ამის ფუფუნება ყველა პატიმარს არა აქვს“, - გვითხრა 2024 წლის დეკემბრის აქციებზე დაკავებული პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ მარიზი კობახიძემ.
ხარაგაულის დამეწყრილ სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში, საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას ორი თვემდე დასჭირდა. შედეგები გამოქვეყნდა - მასში ნათქვამია, რომ “ძალიან მძლავრი და ექსტრემალურად დიდი” მეწყერი ძირითადად ბუნებრივმა ფაქტორებმა გამოიწვია და ეს პროცესი შეუქცევადია.
1988 წლის ნოემბერში, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართებოდა. ამ პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი გაბრიელ ისაკაძის მიერ მთავრობის სასახლის სახურავიდან საბჭოთა დროშის ჩამოგდებას უკავშირდება, რაც იმდროინდელი რეჟიმისთვის წარმოუდგენელი გამოწვევა იყო.
რას ეფუძნება საბჭოთა კავშირში "კარგად ცხოვრების" ნარატივი, საიდან მოდის ქართველების თვითეგზოტიზაცია და როგორი იყო საბჭოთა იმპერიალიზმისა და ქართველების, როგორც "შიდა დიასპორის" ურთიერთობა?
ციხის დღეები და ყოველდღიურობა, გამიზნული სილა პოლიციელს, პროტესტი გარეთ და განაჩენის მოლოდინი, ციხე და პოეზია, თავისუფლება და საკნის ჩაკეტილი სივრცე - ამ ინტერვიუში კიდევ სხვა რამეებზეც ვილაპარაკეთ, დისტანციურად - წერილებით. მალე სამი თვე გახდება, რაც პოეტი ზვიად რატიანი ციხეშია.
მალე სამი თვე გახდება, რაც პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა ედება ბრალად, ციხეშია.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც წელს 19–23 სექტემბერს გაიმართება, 15 ქვეყნიდან 19 ავტორი ეწვევა.
სახელმწიფო მოძალადეებს ახალისებს, ქალთა უფლებები ამ ქვეყნისთვის პრიორიტეტი აღარ არის - ამბობენ ქალთა უფლებების დამცველები.
ჩამოტვირთე მეტი